იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დაასახელა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას იწყებენ. ჩამონათვალშია 36 წლის ფორვარდი ფაბიო კვალიარეალა, რომელიც 21 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია.
მანჩინის არჩევანს ასეთი სახე აქვს:
მეკარეები – ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მატია პერინი (იუვენტუსი), სალვატორე სირიგუ (ტორინო);
მცველები – კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), ჯანლუკა მანჩინი (ატალანტა), კრისტიანო პიჩინი (ვალენსია, ესპანეთი), ალესიო რომანიოლი (მილანი), ლეონარდო სპინაცოლა (იუვენტუსი);
ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (კალიარი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), სტეფანო სენსი (სასუოლო), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლო ძანიოლო (რომა)
თავდამსხმელები – ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ შაარავი (რომა), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმობილე (ლაციო), მოიზეს კინი (იუვენტუსი), კევინ ლაზანია (უდინეზე), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), მატეო პოლიტანო (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).
ევრო 2020-ის შესარჩევის პირველ მატჩს იტალიის ნაკრები უდინეში ფინეთთან ითამაშებს, ხოლო სამ დღეში პარმაში ლიხტენშტაინს მიიღებს.