იტალიის ნაკრებს ევრო 2024-ზე ჯორჯო სკალვინი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „ატალანტას“ ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო სკალვინიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონის უკანასკნელ თამაშში „ფიორენტინასთან“ მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო და ევრო 2024-ს გამოტოვებს.
ევროტურნირების გამო იტალიის ჩემპიონატის მესვეურებმა 29-ე ტურის შეხვედრა 2 ივნისს ჩაატარეს. მატჩი „ფიორენტინას“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სკალვინიმ პირველ ტაიმში „ატალანტას“ რიგებიდან თავი გოლითაც გამოიჩინა, ხოლო უმძიმესი ტრავმა 84-ე წუთზე მიიღო.
20 წლის მცველს მუხლზე ოპერაციას რამდენიმე დღეში ჩაუტარებენ და ის მოედანზე, დაახლოებით, 2025 წლის იანვარში დაბრუნდება. მის ნაცვლად ლუჩანო სპალეტი ფედერიკო გატის მიიწვევს.
იტალიის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, ხორვატიასა და ალბანეთს დაუპირისპირდება.