იტალიის ნაკრებს ერთი დებიუტანტი დაემატა და ძანიოლო დაუბრუნდა #1TVSPORT
რობერტო მანჩინიმ დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის მოამზადებს. ევროპის ჩემპიონი 2 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს, მერე (5 სექტემბერი) შვეიცარიას ესტუმრება, ხოლო 8-ში ლიეტუვას მიიღებს.
მანჩინის სიაში ერთი დებიუტანტია – „სასუოლოს“ ფორვარდი ჯანლუკა სკამაკა. აღსანიშნავია, „სკუადრა აძურაში“ ნიკოლო ძანიოლოს დაბრუნება, ვინც ტრავმის გამო არ იყო ევროპის ჩემპიონატზე…
მეკარე
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), პიერლუიჯი გოლინი (ტოტენჰემი, ინგლისი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა);
მცველები
ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონ პალმიერი (ლიონი, საფრანგეთი), ალესანდრო ფლორენცი (მილანი), მანუელ ლაძარი (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა);
ნახევარმცველები
ნიკოლო ბარელა (ინტერი), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჯინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლო ძანიოლო (რომა);
თავდამსხმელები
ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოისე კინი (ევერტონი, ინგლისი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო), ჯანლუკა სკამაკა (სასუოლო).