რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ „საკუადრა აძურამ“ ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩები ბრწყინვალედ ჩაატარა და ყველა შეხვედრა მოიგო – ფინეთთან (2:0, 2:1), ლიხტენშტეინთან (6:0, 5:0), საბერძნეთთან (3:0, 2:0), ბოსნია და ჰერცოგოვინასთან (2:1, 3:0), სომხეთთან (3:1, 9:1).
იტალიის ეროვნული გუნდი А ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები შვეიცარია, უელსი და თურქეთი არიან.
მეკარეები: 1. სალვატორე სირიგუ (ტორინო), 21. ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), 26. ალექს მერეტი (ნაპოლი).
მცველები: 2. ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), 3. ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), 4. ლეონარდო სპინაცოლა (რომა), 13. ემერსონი (ჩელსი), 15. ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), 19. ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), 23. ალესანდრო ბასტონი (ინტერი), 24. ალესანდრო ფლორენცი (პსჟ), 25. რაფაელ ტოლოი (ატალანტა).
ნახევარმცველები: 5. მანუელ ლოკატელი (სასუოლო), 6. მარკო ვერატი (პსჟ), 7. ლორენცო პელეგრინი (რომა), 8 ჟორჟინიო (ჩელსი), 12. სტეფანო სენსი (ინტერი), 16. ბრაიან კრისტანტე (რომა), 18. ნიკოლო ბარელა (ინტერი).
თავდამსხმელები: 9. ანდრეა ბელოტი (ტორინო), 10. ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), 11. დომენიკო ბერარდი (სასუოლო), 14. ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), 17. ჩირო იმობილე (ლაციო), 20. ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), 22. ჯაკომო რასპადორი (სასუოლო).