იტალიის ნაკრების წარმომადგენლები არწმუნებენ „ლიონის“ ვარსკვლავს, მიიღოს იტალიის მოქალაქეობა #1TVSPORT
იტალიის ნაკრების წარმომადგენლები არწმუნებენ „ლიონის“ ვარსკვლავს, მიიღოს იტალიის მოქალაქეობა #1TVSPORT

„ლიონისა“ და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველს, რაიან შერკის აქვს უფლება, წარმოადგინოს იტალიის ნაკრები. ამასთან დაკავშირებით, იტალიის დელეგაცია ცდილობს, დაარწმუნოს ფეხბურთელი, ითამაშოს იტალიის პირველ ნაკრებში.

21 წლის ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და 12 გოლი გაიტანა, მაგრამ პირველ გუნდში ჯერ არასოდეს გამოუძახიათ.

შერკი საფრანგეთშია დაბადებული და ალჟირული ფესვები გააჩნია, მაგრამ, გაზეთ Corriere dello Sport-ის, მონაცემებით, მას ასევე აქვს იტალიური ფესვები მამის ხაზით. ფრანგული გამოცემა RMC ამტკიცებს, რომ იტალიური დელეგაცია უკვე დგამს ნაბიჯებს შერკის დასარწმუნებლად, ითამაშოს იტალიის ნაკრებში.

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, შერკის უკვე გააჩნია ლიგა 1-ში გამოსვლის მდიდარი გამოცდილება. მას დებიუტი 2019 წელს ჰქონდა, 16 წლის ასაკში და „ლიონის“ რიგებში 152 მატჩი ჩაატარა.