იტალიის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე კორონავირუსით დაავადებულებს უმკურნალებენ
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ კოვერჩიანოში ქვეყნის ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზას კორონავირუსით დაინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოიყენებენ.
„ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც ფედერაცია იტალიელებისთვის კოვერჩიანოს ცენტრის კარს აღებს. დღეს ჩვენ არ ვთამაშობდთ ფეხბურთს და იმისთვის რომ ამ საქმეს დავუბრუნდეთ, ერთად უნდა მოვუგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი კორონავირუსს“, – განაცხადაგრავინამ.