ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდმა ვინჩენცო იაკუინტამ, შესაძლოა, ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. ფეხბურთელი ეჭვმიტანილია მაფიასთან კავშირში.
როგორც Football Italia წერს, ჯერ კიდევ 2015 წელს, იაკუინტას ბრალი წაუყენეს იარაღის უკანონო შენახვაში და კალაბრიულ მაფიასთან (“ნდაგენტე”) კავშირში. ამავე საქმეში გადიოდა ექსფორვარდის მამა და კიდევ 140 ადამიანი.
ახლა კი ცნობილი ხდება, რა სასჯელი შეიძლება მიიღონ საქმის ფიგურანტებმა. 38 წლის იაკუინტას ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება, უფროსი იაკუინტასთვის კი პროკურატურა 19 წელს ითხოვს. მითითებულია, რომ “ნდაგენტე” უკანონოდ იღებდა მოგებას იმ პროექტებიდან, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ემილია-რომანიას რეგიონში რეკონსტრუქციაზე იყო მიმართული.
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ვინჩენცო იაკუინტამ კარიერა 2012 წელს დაასრულა.