იტალიური გამომცემლობა „გაზეტა დელო სპორტ“-ის ინფორმაციით, იტალიის ნაკრებისა და „ზებრეს“ ბურჯი, სამი პანიჩო, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-გასაღებისთვის დააკავეს.
იტალიურმა პოლიციამ სამი პანიჩოს საცხოვრებელი სახლიდან 1.5 კგ. მარიხუანა, 330 გრამი ჰაშიში და 10.000 ევრო ამოიღო.
25 წლის ბურჯი კლუბ „ზებრეში“ თამაშობს და იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 10 კეპი აქვს მოპოვებული. უკანასკნელად იტალიის ნაკრებში მან 2017 წლის მარტში, შოტლანდიის წინააღგმდეგ ითამაშა.
პოლიციის მიხედვით, ამოღებული თანხა „უკანონო საქმიანობის შედეგადაა მოპოვებული“.
მოცემულ მომენტში პანიჩო შინა პატიმრობაში იმყოფა და მიმდინარეობს გამოძიება.
მორაგბეს ჯერ-ჯერობით „ზებრესთან“ კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ თანაგუნდელზე თავდასხმის გამო, წელიწადზე მეტია არ უთამაშია.