იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - სეზონის გაუქმების შემთხვევაში იტალიური ფეხბურთი 700-800 მილიონ ევროს დაკარგავს
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ახსნა-განმარტება გააკეთა იმის თაობაზე, თუ რატომ არ სურს საკუთარ ქვეყანაში საფეხბურთო სეზონის გაუქმება.
„მე, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, იტალიაში მიმდინარე სეზონის გაუქმებას არასდროს მივემხრობი, რადგანაც ეს ამ სპორტის სიკვდილს ნიშნავს. მე უარს ვაცხადებ ფეხბურთის საბოლოოდ გაჩერებაზე, თუ მასში მონაწილე ადამიანების ჯანმრთელობის საფრთხე სერიოზულად არგუმენტირებული არ იქნება. სეზონის ვადაზე ადრე დამთავრების შემთხვევაში ჩვენი სისტემა 700-800 მილიონ ევროს დაკარგავს. ცარიელ ტრიბუნებზე თამაშის შემთხვევაში 300 მილიონს ვიზარალებთ. თამაშების ჩვეულ რეჯიმში გაგრძელების შემთხვევაში კი 100-150 მილიონს ვერ მივიღებთ. ჩვენ კონტრაქტები გვაკავშირებს საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ვალდებულებები გვაქვს უეფასთან და ფიფასთან“, – განაცხადა გრავინამ.