იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ევრო 2020-ის გადატანას ითხოვს
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა დარწმუნებულია, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი უნდა გადაიტანონ, რათა საკლუბო სეზონის დასრულება მოხერხდეს.
იტალიის ჩემპიონატი, კორონავირუსის პანდემიის გამო, 3 აპრილს შეჩერდა.
„არავინ ელოდა, რომ ასეთი მდგომარების წინაშე აღმოვჩნდებოდით, – ციტირებს გრავინას სიტყვებს Il Messaggero. – მე ველაპარაკე ორგანიზაციებს, კლუბებს, ფედერაციებს, მთავრობას. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
ჩვენ ველოდებით უეფა-ს განმეორებით სხდომას და შევთავაზებთ, რომ საერთაშორისო კალენდარს გადავხედოთ. ეროვნული ჩემპიონატების დასრულება პრიორიტეტი უნდა იყოს. ევრო 2020-ის გადატანა აუცილებელია.“