იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სეზონის ალტერნატიულ დასასრულზე მსჯელობს
კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაცია (FIGC) ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატის ალტერნატიულ დასასრულზე მსჯელობს. როგორც ორგანიზაციის ოფიციალური ინტერნეტ-საიტი იუწყება, დღის წესრიგში ჩემპიონის პლეიოფის სისტემით გამოვლენა დგას.
გარდა ამისა, FIGC კიდევ ორ ვატიანტს განიხილავს. ესენია სეზონის ჩემპიონის გარეშე დასრულება ან ჩემპიონად ამჟამინდელი ლიდერის გამოცხადება.
იტალიის სამი დივიზიონის წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები 23 მარტამდე უნდა დააფიქსირონ.
განიხილება ასევე სეზონის დასრულების გადატანა 2020 წლის 31 მაისისთვის.