იტალიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იტალიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანჯელო ბინაგიმ სამომავლო გეგმებსა და მის ქვეყანაში ტურნირების ჩატარების ვარიანტებზე ისაუბრა:
„ ჩვენი მთავარი მიზანია, ახალ გრუნტის სეზონში, სექტემბერ-ოქტომბერში რომის ტურნირის ჩატარება. გვაქვს სხვა ვარიანტებიც, კალიარიში ნოემბერში, ხოლო დეკემბერში ჰარდზე მილანში ჩატარების. ტურნირები რომ საერთაშორისო იყოს, მე მზად ვარ ,ისინი უმაყურებლებოდ ჩავატარო. უნდა გამოვიჩინოთ მოქნილობა, რადგან ერთი-ორი წელი ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
მოთამაშეებს ბურთებისა და პირსახოცების აღება თვითონ მოუწევთ. დაბრუნდება ძველი დრო, როდესაც კორტზე მარტო ჩოგბურთელი და მწვრთნელი იყვნენ. ჯანმრთელობის მხრივ ჩვენი სპორტი ყველაზე უსაფრთხოა ამ სიტუაციაში. ჩვენ განვსხვავდებით გუნდური და კონტაქტური სახეობებისგან. ჩოგბურთი ვალდებულია, ძალიან მალე დაბრუნდეს“ – დაასრულა ბინაგიმ. შეგახსენებთ,რომ სეზონი 13 ივლისამდე შეჩერებულია.