იტალიის ჩემპიონატი - XXXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
იტალიის ჩემპიონატი - XXXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
* კრიშტიანუ რონალდუმ მე-600 გოლი გაიტანა საკლუბო კარიერაში.
* “მილანმა” ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო.
* ფაბიო კვალიარეალას სერია A-ში 150 გოლი დაუგროვდა.
* ფელიპე კაისედო ზედიზედ სამი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
* სამპდორიელმა მარკო პაროლომ სერია A-ში მე-300 მატჩი ჩაატარა.
* დრის მერტენსმა 81-ე გოლი გაიტანა სერია A-ში და გაუთანაბრდა “ნაპოლის” ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე მყოფ დიეგო მარადონას.
* “ინტერმა” ბოლო რვა საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოუგო “იუვენტუსს”.

შედეგები
ბოლონია-ემპოლი 3:1
გოლები: 0:1 პაიაცი (17), 1:1 სორიანო (51), 2:1 ორსოლინი (82), 3:1 სანსონე (90+5)

რომა-კალიარი 3:0
გოლები: 1:0 ფასიო (5), 2:0 პასტორე (8), 3:0 კოლაროვი (86)

ინტერი-იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 ნაინგოლანი (7), 1:1 კრიშტიანუ რონალდუ (62)

ფროზინონე-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 მერტენსი (19), 0:2 იუნესი (49)

კიევო-პარმა 1:1
გოლები: 0:1 კუკა (38), 1:1 მეჯორინი (66)

სპალ-ჯენოა 1:1
გოლები: 1:0 ფელიპე (36), 1:1 ლაპადულა (57)

სამპდორია-ლაციო 1:2
გოლები: 0:1 კაისედო (3), 0:2 კაისედო (19), 1:2 კვალიარეალა (57)

ტორინო-მილანი 2:0
გოლები: 1:0 ბელოტი (58-პენ), 2:0 ბერენგერი (69)

ატალანტა-უდინეზე ორშაბათს
ფიორენტინა-სასუოლო ორშაბათს

გათამაშების ცხრილი
1. იუვენტუსი – 88 ქულა
2. ნაპოლი – 70
3. ინტერი – 62
4. რომა – 58
5. ტორინო – 56
6. მილანი – 56
7. ატალანტა – 56
8. ლაციო – 55

ბომბარდირები
23 – კვალიარეალა (სამპდორია)
21 – საპატა (ატალანტა)
21 – პიონტეკი (მილანი)
20 – კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)