იტალიის ჩემპიონატი - XXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
იტალიის ჩემპიონატი - XXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
– ჯორდან ვერეტუს მიერ 101-ე წუთზე გატანილი გოლი, ყველაზე გვიანია სერია A-ში 2004-05 წლების სეზონის შემდეგ.
– არკადიუშ მილიკმა ამ სეზონში მესამედ გაიტანა ჯარიმიდან და ლიონელ მესის გაუთანაბრდა.
– „იუვენტუსი“ პირველი გუნდია სერია A-ს ისტორიაში, რომელმაც 25 ტურში 22 მატჩი მოიგო.
– „იუვენტუსმა“ „ბოლონიასგან“ პირველ ტაიმში ცხრა დარტყმა მიიღო, რაც ამ სეზონში პირველად მოხდა.
– „ტორინომ“ ზედიზედ ხუთ მატჩში არ გაუშვა გოლი, რითაც 1985 წლის მიღწევა გაიმეორა.
– კშიშტოფ პიონტეკმა „მილანის“ შემადგენლობაში პირველ ოთხ მატჩში გაიტანა გოლი. ბოლოს ასეთი სერია ამ კლუბში 1998 წელს ოლივერ ბირჰოფს ჰქონდა.

შედეგები

მილანი-ემპოლი 3:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (49), 2:0 კესი (51), 3:0 კასტილიეხო (67)

ტორინო-ალატანტა 2:0
გოლები: 1:0 იცო (42), 2:0 ფალკე (46)

ფროზინონე-რომა 2:3
გოლები: 1:0 ჩანო (5), 1:1 ჯეკო (30), 1:2 ლორ. პელეგრინი (31), 2:2 პინამონტი (80), 2:3 ჯეკო (90+5)

სამპდორია-კალიარი 1:0
გოლი: 1:0 კვალიარელა (66-პენ)

ბოლონია-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 დიბალა (67)

კიევო-ჯენოა 0:0

სასუოლო-სპალ 1:1
გოლები: 1:0 პელუზო (43), 1:1 პეტანია (68-პენ)

პარმა-ნაპოლი 0:4
გოლები: 0:1 ზელინსკი (19), 0:2 მილიკი (36), 0:3 მილიკი (73), 0:4 უნასი (82)

ფიორენტინა-ინტერი 3:3
გოლები: 1:0 დე ვრეი (1-საკ. კარში), 1:1 ვესინო (6), 1:2 პოლიტანო (40), 1:3 პერიშიჩი (52-პენ), 2:3 მურიელი (74), 3:3 ვერეტუ (90+11-პენ)

სატურნირო მდგომარეობა
1. იუვენტუსი – 69 ქულა
2. ნაპოლი – 56
3. ინტერი – 47
4. მილანი – 45
5. რომა – 43
6. ატალანტა – 38
7. ტორინო – 38
8. ლაციო – 38

ბომბარდირები
19 – კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
18 – კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი)
17 – ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)
16 – დუვან საპატა (ატალანტა)
14 – არკადიუშ მილიკი (ნაპოლი)