იტალიის ჩემპიონატი, XXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

11:38, 18.02.2019

ფაქტები

– კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ სამ მატჩში მიითვალა გოლი და საგოლე პასი.
– პაულო დიბალამ ამ სეზონში ყველა თავისი გოლი თამაშის პირველ 11 წუთში გაიტანა.
– „ფროზინონეს“ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.
– აქამდე, როცა „მილანს“ 24 ტურის შემდეგ 42 ქულა ჰქონდა, გუნდი ყოველთვის ხვდებოდა ჩემპიონატის ბოლო ტოპ-ოთხეულში.
– კშიშტოფ პიონტეკი პირველი ფეხბურთელია მარიო ბალოტელის შემდეგ, რომელმაც „მილანში“ თავის პირველ სამ მატჩში გაიტანა გოლი.
– „მილანი“ შვიდი ტურია არ მარცხდება.
– შეწყდა „ატალანტას“ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია.
– დეკემბრიდან მოყოლებული, „მილანს“ მხოლოდ ოთხი გოლი აქვს გაშვებული, რაც ტოპ-5 ქვეყნების ჩემპიონატებში საუკეთესო მაჩვენებელია „ბარსელონასთან“ ერთად.
– ანდრეა პეტანიამ ამ სეზონში ცხრა გოლი გაიტანა – იმდენი, რამდენიც წინა 69 მატჩში „ატალანტაში“, „მილანსა“ და „სამპდორიაში“ თამაშისას.
– „სამპდორიამ“ ზედიზედ მესამედ წააგო.
– „ფიორენტინა“ ექვსი ტურია არ აგებს.
– „ემპოლიმ“ შეწყვიტა რვამატჩიანი მოუგებელი სერია.
– „ინტერს“ ამ სეზონის 20 მატჩში არ გაუშვია გოლი პირველ ტაიმში.
– „ნაპოლიმ“ 26 დარტყმა შეასრულა „ტორინოს“ წინააღმდეგ.
– „ნაპოლის“ 18-ჯერ აქვს გარტყმული ძელისთვის ბურთი, რაც ყველაზე მეტია TOP-5 ქვეყნების ჩემპიონატებში.

შედეგები

იუვენტუსი-ფროზინონე 3:0
გოლები: 1:0 დიბალა (6), 2:0 ბონუჩი (17), 3:0 რონალდო (63)

კალიარი-პარმა 2:1
გოლები: 0:1 კუცკა (40), 1:1 პავოლეტი (66), 2:1 პავოლეტი (85)

ატალანტა-მილანი 1:3
გოლები: 1:0 ფროილერი (33), 1:1 პიონტეკი (45+1), 1:2 ჩალჰანოღლუ (55), 1:3 პიონტეკი (61)

სპალ-ფიორენტინა 1:4
გოლები: 1:0 პეტანია (36), 1:1 ფერნანდესი (44), 1:2 ვერეტუ (79-პენ), 1:3 სიმეონე (81), 1:4 ჟერსონი (88)

ემპოლი-სასუოლო 3:0
გოლები: 1:0 კრუნიჩი (34), 2:0 აკუა (37), 3:0 ფარიასი (60)

ჯენოა-ლაციო 2:1
გოლები: 0:1 ბადელი (44), 1:1 სანაბრია (75), 2:1 კრიშიტო (90+3)

უდინეზე-კიევო 1:0
გოლი: 1:0 ტეოდორჩიკი (85)

ინტერი-სამპდორია 2:1
გოლები: 1:0 დ’ამბროზიო (73), 1:1 გაბიადინი (76), 2:1 ნაინგოლანი (78)

ნაპოლი-ტორინო 0:0

რომა-ბოლონია ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა

1. იუვენტუსი – 66 ქულა
2. ნაპოლი – 52
3. ინტერი – 46
4. მილანი – 42
5. ატალანტა – 38
6. ლაციო – 38
7. რომა – 37

ბომბარდირები

19 – კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
17 – კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი)
16 – ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)
16 – დუვან საპატა (ატალანტა)

მსგავსი