ფაქტები
* „მილანმა“ 11 ზუსტი დარტყმა შეასრულა, რაც გუნდის რეკორდია ჯენარო გატუზოს მწვრთნელობის პერიოდში.
* პაკეტას გოლამდე, ბოლო ბრაზილიელი „მილანში“, ვინც სერია A-ში გოლი გაიტანა, კაკა იყო (2014 წლის მარტი).
* ზედიზედ 13 სეზონია, კრიშტიანუ რონალდუ მინიმუმ 20 გოლი იტანს.
* დუვან საპატას ცხრა გოლი დაუგროვდა 2019 წელს. ტოპ5-ის ლიგებში იგივე შედეგი აქვს გაბრიელ ჟესუსს („მანჩესტერ სიტი“) და ედინსონ კავანის (პსჟ).
* სალვატორე სირიგუმ სერია A-ში ბოლო შვიდი პენალტიდან ხუთი მოიგერია.
* მატია დესტრომ 351-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა სერია A-ში.
* „ინტერი“ 366 წუთი ვერ ახერხებდა გოლის გატანას.
* მაურო იკარდის ბოლო 16 დარტყმიდან არც ერთს გოლი არ მოჰყვა.
შედეგები
ლაციო-ემპოლი 1:0
გოლი: 1:0 კაისედო (42-პენ)
კიევო-რომა 0:3
გოლები: 0:1 ელ შაარავი (9), 0:2 ჯეკო (18), 0:3 კოლაროვი (51)
ფიორენტინა-ნაპოლი 0:0
პარმა-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 მარტინესი (79)
ბოლონია-ჯენოა 1:1
გოლები: 1:0 დესტრო (17), 1:1 ლერაგერი (33)
ატალანტა-სპალ 2:1
გოლები: 0:1 პეტანია (8), 1:1 ილიჩიჩი (57), 2:1 დ. საპატა (79)
სამპდორია-ფროზინონე 0:1
გოლი: 0:1 ჩოფანი (25)
ტორინო-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 აინა (31)
სასუოლო-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 ხედირა (23), 0:2 რონალდო (70), 0:3 ემრე ჯანი (86)
მილანი-კალიარი 3:0
გოლები: 1:0 ჩეპიტელი (13-საკ. კარში), 2:0 პაკეტა (22), 3:0 პიონტეკი (62)
სატურნირო მდგომარეობა
1. იუვენტუსი – 63 ქულა
2. ნაპოლი – 52
3. ინტერი – 43
4. მილანი – 39
5. ატალანტა – 38
6. ლაციო – 38
7. რომა – 37
8. ტორინო – 34
ბომბარდირები
18 – კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
16 – ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)
16 – დუვან საპატა (ატალანტა)
15 – კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი)
12 – არკადიუშ მილიკი (ნაპოლი)