იტალიის ჩემპიონატი - XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა
იტალიის ჩემპიონატი - XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა

– „მილანმა“ იმ მატჩებში, რომლებშიც მეტოქეს ჩამორჩებოდა 10 ქულა დააგროვა. ეს ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.
– გონსალო იგუაინმა 28 ოქტომბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა და შეწყვიტა 9-მატჩიანი უგოლო სერია. ამ სერიისას, არგენტინელს 31 ზუსტი დარტყმა ჰქონდა.
– „მილანმა“ შეწყვიტა 395-წუთიანი უგოლო სერია. ჯენარო გატუზოს გუნდი ბოლო ოთხ მატჩში ვერ იტანდა გოლს.
– არკადიუშ მილიკმა მეხუთე დუბლი შეასრულა სერია A-ში და ხუთივე „სან პაოლოზე“.
დუვან საპატას დეკემბერში ცხრა გოლი დაუგროვდა. ერთ კალენდარულ თვეში უფრო მეტი გოლი ლეგენდარულ შვედს გუნარ ნორდალს ჰქონდა – 10 გოლი 1950 წლის თებერვალში.
იოსიპ ილიჩიჩმა 2018 წელს, სერია A-ში სამი ჰეთ-თრიკი შეასრულა. TOP5 ლიგებიდან ეს მხოლოდ სერხიო აგუერომ და ლიონელ მესიმ შეძლეს.
– „იუვენტუსმა“ 53 ქულით დაასრულა პირველი წრე, რაც იტალიის ჩემპიონატის ახალი რეკორდია. წინა რეკორდიც „უვეს“ ეკუთვნოდა – 2005-06 და 2013-14 წლების სეზონებში 52 ქულა ჰქონდა ტურნირის ეკვატორზე.
– კრიშტიანუ რონალდუ გახდა იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის ავტორი პორტუგალიელ ლეგიონერებს შორის. 1988-89 წლების სეზონში, რუი ბარუშმა „იუვენტუსის“ რიგებში 12 გოლი გაიტანა. ამისთვის მას 29 შეხვედრა დასჭირდა. რონალდუს 18 მატჩში 14 გოლი აქვს.
– კრიშტიანუ რონალდუ 2018 წელს „იუვენტუსის“ მე-100 გოლის ავტორი გახდა
– ფაბიო კვალიარელამ სერია A-ს ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა. ასეთი რამ, ბოლოს დევის ტრეზეგემ, 2005 წელს შეძლო. რეკორდი გაბრიელ ბატისტუტას ეკუთვნის – ზედიზედ 11 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი.
– „კიევომ“ ჩემპიონატში პირველად მოიგო. ის ერთადერთი გუნდი იყო TOP5 ჩემპიონატებიდან, რომელსაც მოგება არ ჰქონდა.

იუვენტუსი-სამპდორია 2:1
გოლები: 1:0 კრიშტიანუ რონალდუ (2), 1:1 კვალიარელა (33-პენ), 2:1 კრიშტიანუ რონალდუ (65)

ემპოლი-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 კეიტა ბალდე (72)

ლაციო-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ბელოტი (45-პენ), 1:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (62)

პარმა-რომა 0:2
გოლები: 0:1 კრისტანტე (58), 0:2 ჩენგიზ იუნდერი (75)

სასუოლო-ატალანტა 2:6 (0:2, 2:4)
გოლები: 0:1 საპატა (19, 0:2 გომესი (42), 1:2 დანკანი (51), 1:3 მანჩინი (54), 2:3 დანკანი (57), 2:4 ილიჩიჩი (74), 2:5 ილიჩიჩი (87), 2:6 ილიჩიჩი (90)

უდინეზე-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 პუსეტო (39), 2:0 ბეჰრამი (57)

კიევო-ფროსინონე 1:0
გოლი: 1:0 ჯაკერინი (76)

ჯენოა-ფიორენტინა 0:0

ნაპოლი-ბოლონია 3:2
გოლები: 1:0 მილიკი (15), 1:1 სანტანდერი (37), 2:1 მილიკი (51), 2:2 ლარანგეირა (80), 3:2 მერტენსი (88)

მილანი-სპალ 2:1
გოლები: 0:1 პეტანია (13), 1:1 კასტილიეხო (16), 2:1 იგუაინი (64)

1. იუვენტუსი – 53 ქულა
2. ნაპოლი – 44
3. ინტერი – 39
4. ლაციო – 32
5. მილანი – 31
6. რომა – 30

ბომბარდირები:
14 – კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი )
13 – კრშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა)
12 – ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)
10 – ჩირო იმობილე (ლაციო)
10 – დუვან საპატა (ატალანტა)