იტალიის ჩემპიონატი - კვარაცხელია ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ჩემპინატის ახალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე დებიუტი შედგა. „ნაპოლის“ ქართველმა ახალწვეულმა „ვერონასთან“ მატჩში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა (37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა) და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

იტალიური და ევროპული პრესა ქართველის შესანიშნავ დებიუტს გამოეხმაურა, ცნობილმა ვებგგვერდმა  Whoscored-მა კი სერია ა-ს პირველი ტურის საუკეთესო თერთმეტეულში დაასახელა და 7,7 ქულა დაუწერა. სიმბოლურ გუნდში მოხვდა ხვიჩას ერთი თანაგუნდელიც – ირვინ ლოსანო (7,6 ქულა).

საუკეთესო შეფასება „იუვენტუსის“ წარმომადგენელმა, დუშან ვლახოვიჩმა მიიღო (8,3 ქულა), რომელმაც „საუსოლოსთან“ მატჩში დუბლი შეასრულა.

კვარაცხელია და „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში 21 აგვისტოს „მონცას“ უმასპინძლებენ და ხვიჩასთვის ეს შეხვედრა ნეაპოლის საშინაო არენაზე პირველი ოფიციალური მატჩი იქნება.