იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ სერია ა-ს და იტალიის თასის განახლების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. იტალიის ჩემპიონატის შეხვედრები 20 ივნისს, ხოლო თასის მატჩები 13 ივნისს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო, იტალიაში ფეხბურთი 9 მარტს შეაჩერეს. 2019/2020 წლების სეზონში კიდევ 12 ტურის შეხვედრებია ჩასატარებელი. იტალიის თასის განმეორებითი შეხვედრები კი 13 ივნისს გაიმართება, სადაც „ნაპოლი“ „ინტერს“ უმასპინძლებს (1:0), ხოლო „იუვენტუსი“ „მილანს“ დაუხვდება.
„იტალია ფეხზე დგება და ფეხბურთმაც იგივე უნდა გააკეთოს. ჩვენ დავთანხმდით სამედიცინო პროტოკოლს, ფეხბურთელის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, კარანტინი აუცილებელი იქნება“ – განაცხადა სპადაფორამ მთავრობის სხდომაზე.