იტალიის „სერია ა“-ს ხელმძღვანელობამ გამოაცხადა მიმდინარე სეზონის განახლების წინასწარი თარიღი.
ცნობილი გახდა, რომ კლუბები ჯგუფურ ვარჯიშებს 18 მაისიდან შეუდგებიან. მოგვიანებით, ლიგამ დაადასტურა, რომ სეზონის განახლების თარიღად 13 ივნისი დასახელდა.
ლიგის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ნებისმიერ კლუბში კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემთხვევაში, მთელი გუნდს ორკვირიან კარანტინში უნდა გაემგზავროს.