იტალიელმა მწვრთნელმა მეტოქე თავით ნოკაუტში გაუშვა
იტალიელმა მწვრთნელმა მეტოქე თავით ნოკაუტში გაუშვა

იტალიის სერია C-ს კლუბის, ლუკეზეს მთავარმა მწვრთნელმა ჯანკარლო ფავარინმა ხუთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მას შემდეგ, რაც მეტოქე გუნდის მწვრთნელი ნოკაუტში ჩააგდო.

ინციდენტი სერია C-ს ბოლო ტურის მატჩში მოხდა. ალესანდრიასთან მატჩში, 2:2-ზე, ფავარინი მოედნიდან გააძევეს მეტოქის სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტის გამო. სტუმრების სათადარიგოთა სკამთან ჩავლისას, ფავარინი ალესანდრიას მთავარი მწვრთნელის ასისტენტ გაეტანო მანჩინოს მიეჭრა და თავი სახეში ჩაარტყა. მანჩინო მინდორზე დაეცა.

ფავარინის თქმით, მან უბრალოდ მეტოქის სათარიგოთა სკამიდან შეურაცხყოფასა და შეფურთხებას უპასუხა.