იტალიელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა საქართველოში - ვიოლა ახლა „ლოკომოტივშია“
იტალიელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა საქართველოში - ვიოლა ახლა „ლოკომოტივშია“
იტალიელი მეკარე ჯაკომო ვიოლა, რომელიც საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა, ახლა უკვე თბილისის „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს.
 
24 წლის მეკარე, რომელიც იტალიური გრანდის, „მილანის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, ერთი კვირის წინ გორის „დილაში“ ისინჯებოდა და საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა, მაგრამ გუნდში არ დაიტოვეს.
ამის შემდეგ, იტალიელი თბილისურ კლუბში აღმოჩნდა და „ლოკომოტივის“ ფორმით საგურამოს ბაზაზე გამართულ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობდა – ლევან კორღალიძის გუნდი ლიგა2-ის „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
1996 წლის 16 იანვარს, ლუქსემბურგში დაბადებული და ორმაგი მოქალაქეობის (იტალია-ლუქსემბურგი) მქონე ვიოლას საკითხი ჯერ „ლოკომოტივში“ არ გადაწყვეტილა.