იტალიელი საფეხბურთო აგენტი - კვარაცხელიასთვის ტოპ-კლუბში თამაში ჯერ ნაადრევია #1TVSPORT
ფრანკო კამოციმ, Metaraitings-ის ჟურნალისტთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა – საფეხბურთო აგენტის თქმით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის დიდ ევროპულ კლუბში გადაყვანა ჯერ ნაადრევია.
„ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ევროპულ გუნდში თამაში შეუძლია, მაგრამ ტოპ-კლუბისთვის ჯერ გაზრდა სჭირდება. კვარაცხელიამ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და ცნობილ გუნდში მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს“, – განაცხადა კამოციმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი ბევრი ევროპული კლუბი ინტერესდება – მათ შორისაა „მილანი“, „ლიდსი“, „აიაქსი“, „იუვენტუსი“, „გლადბახი“, „დორტმუნდი“ და მრავალი სხვა. მაგრამ ჯერ ტრანსფერი ვერ ხორციელდება.
ფრანკო კამოცი იტალიელია, მეგობრობს პსჟ-ს ხელმძღვანელებთან და კლუბის სელექციონერებთან, მაგრამ მოსკოვის „სპარტაკს“ფეხბურთელების ტრანსფერებში ეხმარება.