იტალიელი მსახიობი სალვატორე ესპოზიტო - კვარაცხელია თავისი მოძრაობებით ჯორჯ ბესტს ჰგავს #1TVSPORT
ცნობილმა მსახიობმა, სერიალ „გომორას“ ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა და „ნაპოლის“ გულშემატკივარმა, სალვატორე ესპოზიტომ, ყოველკვირეულ Sportweek-თან საყვარელ გუნდზე და მის ახალ ლიდერზე ისაუბრა. კერძოდ, ცნობილი მსახიობი არ მალავს, რომ სხვა ნეაპოლელების მსგავსად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით მოხიბლულია.
„კვარა თავისი მოძრაობებით ჩრდილოეთირლანდიელ ვარსკვლავ ჯორჯ ბესტს ჰგავს – მის მოსვლასთან ერთად, „ნაპოლის“ ახალი გაზაფხული დაუდგა. ის ბოტიჩელის ტილოებივით ემოციებს აღძრავს “ – ამბობს სალვატორე ესპოზიტო.
რამდენად რეალურია, რომ „ნაპოლიმ“ სეზონი ნანატრი „სკუდეტოთი“ (იტალიის ჩემპიონობით) დაასრულოს? მსახიობმა ამის შესახებაც ისაუბრა: „ჯერ გუნდში ამის შესახებ არავინ საუბრობს, მაგრამ გვჯერა, რომ საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ”.