იტალიელი მენეჯერი - „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ ტალანტის აყვანა დაასწრო, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს #1TVSPORT
საფეხბურთო მენეჯერმა ჯენარო დი ნარდომ რადიო Kiss Kiss Napoli-ზე იმ გარიგებაზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც ქართველი თავდამსხმელი ვერ მოხვდა „იუვენტუსში“ და „ნაპოლიში“ აღმოჩნდა.
„პარატიჩის დროს კვარა „იუვენტუსმა“ შეამჩნია, ტურინელები მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე იყვნენ, მაგრამ მე ვთქვი, რომ ჯობდა ბიჭი „ნაპოლიში“ წასულიყო“, – ამბობს იტალიელი მენეჯერი.
ჯენარო დი ნარდომ დაადასტურა, რომ პირველი, ვინც კვარაცხელიას „ნაპოლიში“ რეკომენდაცია გაუწია, იყო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო. მან კვარაცხელია ქართველი მეგობრების წყალობით გაიცნო.
„ჩვენ შევხვდით ჯუნტოლის, ჯერ კიდევ ხვიჩას „რუბინში“ თამაშის დროს. მან იქ თავი გამოიჩინა და ბევრ კლუბს მოეწონა. „ნაპოლიმ“ მის კანდიდატურაზე თანხმობა სწრაფად თქვა, რადგან კლუბში უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდნენ. მოლაპარაკების დროს კვარაცხელიას სპალეტიც ესაუბრებოდა და ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხვიჩამ მისი ნდობა იგრძნო“.
მან ქართველი ფეხბურთელის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
„კვარაცხელიას აქვს შესანიშნავი ადაპტირების უნარი. ის არის უნივერსალური ფეხბურთელი. ისეთ ლიგაში თამაშობდა, როგორიც რუსულია. „ნაპოლიში“ მისი გადაყვანის უნარი აღმოაჩნდათ – საუბარია 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელზე, რომელიც ფიზიკურად ჯერ კიდევ ვითარდება. იტალიაში მას სპალეტის ხელში შეუძლია ტაქტიკურად გაიზარდოს, მწვრთნელს შეუძლია ბევრად გააუმჯობესოს, რადგან ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია, აქვს მყარი პრინციპები და თავში ქარი არ უქრის. „ნაპოლიმ“ შეძლო შეენიშნა ტალანტი, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.“.