იტალიელი ჟურნალისტი უმბერტო კიარიელო - სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ გაუგებრია, კვარაცხელიას მუდამ რატომ ცვლის #1TVSPORT
რატომ ცვლის ლუჩანო სპალეტი ყოველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ერთი საათის შემდეგ? ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებულ თემას იტალიურმა გამოცემა calcionapoli 1926-ი გამოეხმაურა.
„კვარაცხელიამ „სპეციას“ წინააღმდეგ გულით, მონდომებით ითამაშა და მაღალი კლასი აჩვენა. რატომ ცვლის ლუჩანო სპალეტი ყოველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ყოველთვის ერთი საათის შემდეგ? ეს არის კითხვა, რომელსაც ბევრი სვამს „ნაპოლი“-„ლივერპულის“ მატჩის შემდეგ და კიდევ უფრო მეტად „სპეციასთან“ მატჩის შემდეგ. უმბერტო კიარიელომ, ჟურნალისტმა და Campania Sport-ის ცნობილმა სახემ ეს კითხვა Canale 21-ზე დასვა“, – წერს იტალიური გამოცემა.
„კვარაცხელიას ყოველთვის ერთი საათის თამაშის შემდეგ ცვლიდნენ, როცა რასპადორის მასზე ნაკლები ენერგია დარჩა, რომელმაც ბოლომდე ითამაშა. სპალეტის გუნდი გადაარჩინა რასპადორის გოლმა, რომელმაც „ნაპოლის“ ის მოგება მოუტანა, რომელიც მას ლიდერობისთვის ბრძოლაში და თვითშეფასების ასამაღლებლად სჭირდებოდა. მაგრამ პრობლემა ღიად რჩება, სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ კვარაცხელიასთან დაკავშირებული ეს მომენტი ღიად რჩება“, – ეს უმბერტო კიარიელოს კითხვაა.
„მართლაც, ქართველი მეტად პროდუქტიული იყო, მიუხედავად იმისა, რომ გოლები არ გაუტანია“ – ასეთია calcionapoli 1926-ის შეფასება.