იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა - მიქაუტაძე „მონაკოსთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე მალე „მონაკოსთან“ კონტრაქტს გააფორმებს.
„გიორგი მიქაუტაძეს „მონაკოში“ გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, უკვე გამზადებულია კონტრაქტიც, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი კლუბში 2029 წლამდე ითამაშებს“, – წერს სკირა.
ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე „მეცთან“ მოლაპარაკებები Get French Football News-თან ინტერვიუში „მონაკოს“ სპორტულმა დირექტორმა, ტიაგო სკურომაც დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შეძენა, რომელმაც ევრო 2024-ზე თავი შედეგიანობით გამოიჩინა, „მონაკოს“ გარდა, რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს, მათ შორის ყველაზე მეტად ფეხბურთელის გადაბირებას „ლანსი“ ცდილობს.