იტალიელი ჟურნალისტი - კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს და წელიწადში 1.1 მილიონს დათანხმდა #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტი - კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს და წელიწადში 1.1 მილიონს დათანხმდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი და შეთანხმების პირადი​ დეტალები შეათანხმა – ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

„ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლაზე მოლაპარაკება ფინალურ ეტაპამდეა მისული. კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება და პირადი პირობებიც შეთანხმებულია – კვარაცხელია წელიწადში 1,1 მილიონ ევროს მიიღებს. აქ გასაკვირი არაფერია, რადგან ტრანსფერის დასრულებაზე შუამავალი კრისტიან ძაკარდო 29 იანვრიდან მუშაობს“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.

ნიკოლო შირა იტალიელი სპორტული ჟურნალისტია, რომელიც ცნობილ გერმანულ სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალ „ტრანსფერმარკტის“ ექსპერტად მუშაობს.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი ყაზანის „რუბინში“ დაიწყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, წამოსვლა გადაწყვიტა და მარტში ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი მთლიანად გაწყვიტა ყაზანურ გუნდთან ხელშეკრულება და ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რაც შეეხება მოლაპარაკების შუამავალს – კრისტიან ძაკარდო ახლო წარსულში საკმაოდ ცნობილი იტალიელი მცველი იყო, 2006 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სულ „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 17 მატჩი და გაიტანა 1 გოლი.