იტალიელი არბიტრი - აბსურდია, რომ „მილანის“ კარში პენალტი არ დაინიშნა #1TVSPORT
იტალიელი არბიტრი - აბსურდია, რომ „მილანის“ კარში პენალტი არ დაინიშნა #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა, გრაციანო ჩეზარემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლი“-„მილანის“ განმეორებითი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სტუმრების კარში მთავარმა მსაჯმა აშკარა პენალტი არ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში „მილანმა“ (1:0, 1:1) გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს.

„მსაჯმა მარჩინიაკმა „მილანთან“ მატჩში „ნაპოლის“ პენალტი არ დაუნიშნა. ის ვიდეორეფერისთან კონსულტაციას გადიოდა, მაგრამ ვიდეოს სანახავად არც წავიდა. შენელებულ კადრებში კი აშკარად ჩანს, რომ ლეაომ ლოსანოს ფეხში ჩაარტყა, რაც „ნაპოლის“ სასარგებლოდ 100-პროცენტიანი პენალტის დანიშვნის საფუძველი იყო.

საინტერესოა, რომ მსაჯს ვიდეორეფერიც არ დაეხმარა. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მსაჯმა ეს გადაწყვეტილება პირველ ტაიმში მიიღო, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. აბსურდია, რომ ასეთი ტექნოლოგიების პირობებში პენალტი არ დაინიშნა“, – განაცხადა გრაციანო ჩეზარემ.

გრაციანო ჩეზარე ცნობილი იტალიელი მსაჯია. 1994 წელს მიიღო ფიფა-ს მსაჯის სტატუსი და საერთაშორისო მატჩების განსჯა დაიწყო. 2000 წელს გრაციანოს იტალიელი მსაჯებისთვის დაწესებული უმაღლესი ჯილდო – „მაუროს“ პრიზი მიენიჭა.