ფიფას იტალიელმა აგენტმა ალესიო სუნდასმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გამართა „ბარსელონას“ ფორვარდის, ლიონელ მესის „ინტერში“ შესაძლო გადასვლაზე.
სუნდასი მესის ტრანსფერის ორგანიზებას ჯერ კიდევ შარშან ცდილობდა, მაგრამ მაშინ ამის გაკეთება ვერ შეძლო.
„ბოლო დღეებში წერილები გავცვალე „ბარსელონას“ გენერალურ დირექტორთან, აგრეთვე, მესის მამასთან. ამჯერად, მათი პასუხები არ ყოფილა მკვეთრად უარყოფითი, როგორც წინა ჯერზე. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ არსებობს მესის იტალიის ჩემპიონატში ხილვის პატარა შანსი. თავდაპირველად, ჩემი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ტრანსფერი შემეთავაზებინა „ნაპოლისთვის“, რადგან მგონია, რომ მესი ერთადერთია, ვისაც შეუძლია რაღაცნაირად გაიმეოროს ნეაპოლში მარადონას ისტორია. მაგრამ ყველა კლუბს არ შეუძლია საკუთარ თავს ასეთი დონის ფეხბურთელის ყოლის საშუალება მისცეს. იგივე „მილანი“ რთულ სიტუაციაშია ფინანსური ფეარ პლეის გამო. მჯერა, რომ „ინტერი“ მესიზე ერთადერთი პრეტენდენტია. ეს ტრანსფერი რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის ტოლფასი იქნება“, – განაცხადა სუნდასმა Radio Goal 24-სთან კომენტარში.