იტალიელი აგენტი - ფრენკ ლამპარდი დრის მერტენსს ყოველდღიურად ურეკავს
იტალიელი აგენტი - ფრენკ ლამპარდი დრის მერტენსს ყოველდღიურად ურეკავს

საფეხბურთო აგენტი ვინჩენცო მორაბიტო ამბობს, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელ დრის მერტენსის მიმართ ლონდონის „ჩელსის“ მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა.

„თავდაპირველად დრისმა თქვა, რომ „ნაპოლიში“ დარჩენა სურდა, მაგრამ მოგვიანებით მისმა აგენტმა სხვადასხვა ევროპული კლუბებისთვის მისი შეთავაზება დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ მოთამაშესა და კლუბს შორის რაღაცა შეიცვალა. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ „ჩელსი“ ოლივიე ჟირუსთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ მერტენსის შეძენით ისინი ძალიან არიან დაინტერესებულნი. ლამპარდი მას ყოველდღიურად ურეკავს“, – მოჰყავს მორაბიტოს სიტყვები რადიოსადგურ „კის ნაპოლის“.

32 წლის ბელგიელი ნაპოლის ღირსებას 2013 წლიდან იცავს და ამ პერიოდში მის ანგარიშზე 90 გოლია.