იტალიელები ხვიჩას გვარის გამოთქმაში ვარჯიშობენ [ვიდეო] #1TVSPORT
19:01, 10.07.2022
სანამ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის მთიან საკურორტო ქალაქ დიმაროში ემზადება, „ტიფოზები“ მისი გვარის გამოთქმაში ემზადებიან. ამის შესახებ CalcioNapoli24 – იუთუბ-არხზე ვიდეოს აქვეყნებს.
„კვარაცხელია 2022 წელს „ნაპოლის“ პირველი ახალწვეული ფეხბურთელია. უდაოდ ნიჭიერი მოთამაშე, რომელიც მხოლოდ რუსეთსა და საქართველოში თამაშობდა, ამიტომ ძალიან საინტერესოა მისი იტალიის ჩემპიონატში ნახვა. თუმცა, აქ, დიმაროში, „ნაპოლის“ ყველა გულშემატკივარი საკუთარ თავს უსვამს კითხვას: როგორ წარმოითქმის კვარაცხელია? მოდით ვცადოთ ამ საიდუმლოს ამოხსნა“, – ასეთი იყო ვიდეოს ავტორების ჩანაფიქრი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე გუნდში სათამაშო მუდმივფორმიანი მაისურა აირჩია – ის იტალიურ კლუბში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების 21 წლის ლიდერი პირველი მოთამაშეა კახა კალაძის და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ს გუნდში ჩაირიცხა.