იტალიელ ჩოგბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს
იტალიელ ჩოგბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს

იტალიელი ჩოგბურთელები დანიელე ბრაჩალი და პოტიტო სტარაჩე ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის გამო დასაჯეს, – იტყობინება გამომცემლობა Reuters.

ბრაჩალის სამუდამომო დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო სტარაჩე ჩოგბურთიდან 10 წლით მოკვეთეს. 40 წლის ბრაჩალი ​თამაშის ჩაწყობაში დაადანაშაულეს. საუბარია 2011 წელს, ბარსელონაში გამართულ მატჩზე. იტალიელი ჩოგბურთელი ჯარიმის სახით 250 ათას დოლარს გადაიხდის. რაც შეეხება სტარაჩეს, ის 100 ათასით დაისაჯა.

ჩოგბურთელებს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.

საგულისხმოა, რომ ბრაჩალი 2007 წელს ATP-ის მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებდა.