იტალიაში ყველა ფეხბურთელის კორონავირუსზე შემოწმება და საწვრთნელ ბანაკებში იზოლირება იგეგემება
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გაბრიელე გრავინას მიაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სერია A-ში სეზონის დასრულება შესაძლებელია. ამისთვის ფედერაციის სამედიცინო შტაბმა გეგმა შეიმუშავა.
კერძოდ, სერია A-ს კლუბების ყველა ფეხბურთელმა და პერსონალმა უნდა გაიაროს ტესტირება კორონავირუსზე, შემდეგ კი თუ ყველა პასუხი უარყოფითი იქნება, უნდა მოხდეს გუნდების იზოლირება საწვრთნელ ბანაკებში, სადაც ისინი სეზონის განახლებისთვის მოემზადებიან.
ფედერაცია იმედოვნებს, რომ ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, მატჩების განახლება უკვე სამ მაისს იქნება შესაძლებელი. თითოეულ კლუბს მისცეს რეკომენდაცია – შეადგინონ ფეხბურთელებისა და თანამშრომლების სია, რომლებმაც უნდა გაიარონ ტესტები.