იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გამოაცხადა, რომ რასიზმის მიზეზით მატჩების შეჩერების პროცედურა გამარტივდება.
უფრო ადრე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ მატჩების შეწყვეტის იდეას „სახიფათო წამოწყება“ უწოდა.
„პატივს ვცემ მინისტრის აზრს, მაგრამ ფედერაციამ უნდა დაიცვას ფიფასა და უეფას რეგლამენტები, აღმასკომის მორიგ სხდომაზე ჩვენ მატჩების შეწყვეტის პროცედურას გავამარტივებთ. დიქტორის გამოცხადების შემდეგ, თამაში დროებით შეჩერდება, გუნდები კი ცენტრალური წრისკენ გაემართებიან. თუ სკანდირება გაგრძელდება, გუნდებს გასახდელში გაუშვებენ. სწორედ ამ მომენტიდან თამაშის განახლების ან გაუქმების გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ“, – მოჰყავს გრავინას სიტყვები Gazzetta dello Sport-ს.