იტალიაში მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გარდაიცვალა
იტალიაში მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გარდაიცვალა

იტალიურმა გამოცემა „გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაცხადა იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის პაოლო როსის გარდაცვალების შესახებ. ის 64 წლის იყო. მოგვიანებით, როსის ცოლმა ფედერიკა კაპელეტიმ დაადასტურა ლეგენდარული ფეხბურთელის სიკვდილი.

როსი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი, ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ამავე წელს, მან „ოქროს ბურთი“ მოიგო.

სულ იტალიის ნაკრებში როსიმ 48 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

„იუვენტუსის“ რიგებში ფორვარდმა 1985 წელს მოიგო ჩემპიონთა თასი, 1984 წელს – თასების თასი, ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (1982, 1984).