„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს ტურინული კლუბი. ამის შესახებ დაწერა „რადიო როსონერას“ ჟურნალისტმა, პიეტრო პროტამ.
ჭორები იმის შესახებ, რომ 35 წლის პორტუგალიელი, შეიძლება ტურინული კლუბიდან წავიდეს, ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა. პროტა ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით ყველაფერი ჭორების დონეზე რჩება, ყოველგვარი დადასტურების გარეშე.
რონალდო „იუვენტუსში“ „რეალიდან“ 2018 წელს 100 მილიონ ევროდ გადავიდა. საერთო ჯამში, მან ტურინულ კლუბში 75 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი კრიშტიანოსთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.