იტალიაში ფეხბურთელებს აეკრძალათ 88-ნომრიანი მაისურების გამოყენება #1TVSPORT
იტალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ფეხბურთელებს ეკრძალებათ 88-ნომრიანი მაისურის ტარება, – დაწერა გაზეთმა La Repubblica-მ.
შესაბამისი გადაწყვეტილება სამშაბათს დაადასტურა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ, ქვეყნის შინაგან საქმეთა და სპორტის მინისტრებთან ერთად.
აკრძალვა ასევე ვრცელდება გულშემატკივრებზე. მათ არ შეეძლებათ სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც ნაციზმზე მიანიშნებენ.
გასულ სეზონში სერია A-ს ტოპკლუბებში 88-ე ნომრით თამაშობდნენ ხორვატი მარიო პაშალიჩი „ატალანტადან“ და ტომა ბაშიჩი „ლაციოდან“.