იტალიაში ბოლო სამი წელიწადის ყველაზე ცუდი ტრანსფერების სიმბოლური შეადგინეს
იტალიურმა გამოცემა „გაძეტა დელო სპორტმა“ შეადგინა „სერია ა“-ში 2018-2020 წლების პერიოდში ყველაზე ცუდი ტრანსფერების სიმბოლური ნაკრები.
მეკარის პოზიცია დაიკავა „ნაპოლის“ 23 წლის იტალიელმა მეკარემ ალექს მერეტმა, რომელიც 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
მცველები – ლეონარდო სპინაცოლა (რომა, 23.5 მლნ), დიეგო გოდინი (ინტერი, 5.0 მლნ), დენის ვავრო (ლაციო, 10.0 მლნ), ანტონიო ბარეკა (ჯენოა, 10.0 მლნ);
ნახევარმცველები – ლუკას პაკეტა (მილანი, 30.0 მლნ), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, 20.0 მლნ), ხავიერ პასტორე (რომა, 10.0 მლნ);
ფორვარდები – სიმონე ვერდი (ტორინო, 20.0 მლნ), ალექსის სანჩესი (ინტერი, 27.5 მლნ), ირვინგ ლოსანო (ნაპოლი, 35.0 მლნ).
გუნდი შედგენილია 4-4-3 სქემით, ფეხბურთელების საერთო ღირებულება კი 221 მილიონს შეადგენს.