იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფის ნახევარფინალში 2:0 დაამარცხა ჩრდილოეთ ირლანდია. მთავარი გმირი სანდრო ტონალი გახდა – „ნიუკასლის“ ნახევარმცველის ანგარიშზე გოლი და შედეგიანი გადაცემა იყო. ახლა ჯენარო გატუზოს შეგირდები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ფინალში სტუმრად ბოსნიას შეხვდებიან.
A გზა
1/2-ფინალი
იტალია-ჩრ. ირლანდია 2:0
გოლები: 1:0 ტონალი (56), 2:0 კინი (80)
უელსი-ბოსნია 1:1 პენ. 2:4
გოლები: 1:0 დ. ჯეიმსი (51), 1:1 ჯეკო (86)
ფინალი. 31 მარტი
22:45 ბოსნია – იტალია