იტალიამ, შეიძლება, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კიდევ ერთი შანსი მიიღოს საკონტინენტთაშორისო ტურნირის მეშვეობით #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) განიხილავს სხვადასხვა სცენარს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი უარს იტყვის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე აშშ-სა და ისრაელთან სამხედრო კონფლიქტის გამო.
ავტორიტეტული ინტერნეტგამოცემის, The Athletic-ის ინფორმაციით, ფიფა-ში უშვებენ საკონტინენტთაშორისო პლეიოფის ჩატარების ვარიანტს, რომელშიც ითამაშებს ორი გუნდი აზიიდან და ორი – ევროპიდან.
აღნიშნავენ, რომ ფიფა-ს რეიტინგში მაღალი ადგილის წყალობით იტალია დანამდვილებით გახდება ამ ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეიოფში იტალია ბოსნიასთან დამარცხდა და ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა პლანეტის პირველობის ფინალურ ეტაპზე.