იტალიამ და ბრაზილიამ 1994 წლის ფინალი გაიმეორეს (ვიდეო)

ბრაზილიისა და იტალიის ვეტერანმა ვარსკვლავებმა, ბრაზილიის ქალაქ ფორტალეზაში საჩვენებელი შეხვედრა გამართეს. ეს იყო მსოფლიოს 1994 წლის ფინალის გამეორება. 26 წლის წინ, მსოფლიოს თასი ბრაზილიელებს ერგოთ. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „სელესაომ“ 3:2 მოიგო.

ფინალის გამეორებას დაესწრნენ მწვრთნელები – კარლოს ალბერტო პარეირა და არიგო საკი, რომლებიც ბრაზილიასა და იტალიას 1994 წელს ხელმძღვანელობდნენ.

იტალიელმა ვარსკვლავებმა 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი 58 წლის დანიელე მასარომ გაიტანა.