2019 წლის მსოფლიო თასის წინ იტალია რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 2019 წლის 17 აგვისტოს გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის რაგბის კავშირი, ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
იტალია მსოფლიო თასის წინ ოთხ შეხვედრას გამართავს. ისინი 10 აგვისტოს ირლანდიას, „ავივა სთედიუმზე“ ესტუმრებიან, შემდეგ კი ინგლისში გაემგზავრებიან და რუსეთის, საფრანგეთის და ინგლისის წინააღგმდეგ ითამაშებენ.