უდინეზე-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ბენტანკური (33), 0:2 რონალდო (37)
– იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში მეექვსედ მოხდა, როცა რომელიმე გუნდმა სეზონის სტარტზე რვა მატჩი ზედიზედ მოიგო. ოთხჯერ (1930/31, 1985/86, 2005/06 და 2018/19) ეს „იუვენტუსმა“ გააკეთა, თითოჯერ – „რომამ“ (2013/14) და „ნაპოლიმ“ (2017/18).
– „იუვენტუსის“ მარჯვენა მცველმა – ჟოაო კანსელომ, მიმდინარე სერია A-ს დასაწყისიდან 17 დრიბლინგი განახორციელა, რაც ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია.
ნაპოლი-სასუოლო 2:0
გოლები: 1:0 უნასი (3), 2:0 ინსინიე (72)
– „ნაპოლიმ“ მიმდინარე სერია A-ში ოთხი გოლი, მატჩების პირველ 15 წუთშიგაიტანა.
ჯენოა-პარმა 1:3
გოლები: 1:0 პიატეკი (6), 1:1 რიგონი (16), 1:2 სილიგარდი (26), 1:3 ჩერავოლო (30)
– ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, კშიშტოფ პიატეკმა გოლი ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა. ბოლოს, ასეთი რამ „ფიორენტინას“ არგენტინელმა ფორვარდმა გაბრიელ ბატისტუტამ შეძლო. 1994/95 წლების ჩემპიონატის დასაწყისში მან ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა, სულ კი სეზონი 26 გოლით დაასრულა.
მილანი-კიევო 3:1
გოლები: 1:0 იგუაინი (27), 2:0 იგუაინი (34), 3:0 ბონავენტურა (56), 3:1 პელისიერი (63)
– გონსალო იგუაინმა მიმდინარე ჩემპიონატში სამივე გოლი სუსოს პასით გაიტანა.
– ჯაკომო ბონავენტურამ „მილანის“ მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა.
ემპოლი-რომა 0:2
გოლები: 0:1 ნზონზი (36), 0:2 ჯეკო (85)
ტორინო-ფროზინონე 3:2
გოლები: 1:0 რინკონი (20), 2:0 ბაზელი (46), 2:1 გოლდანიგა (58), 2:2 ჩანო (64), 3:2 ბერენგერი (71)
კალიარი-ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (22), 2:0 პავოლეტი (68)
ატალანტა-სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 ტონელი (76)
ლაციო-ფიორენტინა 1:0
გოლი: 1:0 იმობილე (37)
სპალ-ინტერი 1:2
გოლები: 0:1 იკარდი (14), 1:1 პალოსკი (72), 1:2 იკარდი (78)