პორტუგალიის ნაკრებმა ისევ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ითამაშა. პირველად გამოჩდნენ ოფიციალურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ბრუმა, მარიო რუი, რუბენ დიაში და რუბენ ნევეში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ფერნანდუ სანტუშის გუნდისთვის, რომ საკუთარი თამაში მოეხვია თავს იტალიის ნაკრებისთვის. რობერტო მანჩინის შეგირდებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ ეს არალოგიკური იქნებოდა. და პირიქით, სავსებით ლოგიკური იყო, როცა ანდრე სილვამ მოჭრილი დარტყმით გაუტანა „მილანში“ თავის ყოფილ თანაგუნდელს ჯანლუიჯი დონარუმას.
ეს უკანასკნელი საუკეთესო იყო თავის გუნდში. იტალიის ნაკრებზე კიდევ ის უნდა ითქვას, რომ პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამ გუნდის ძირითადში არ იყო არც ერთი ფეხბურთელი „იუვენტუსიდან“. „სკუადრა აძურას“ ღრმა კრიზისზე კი ციფრები მეტყველებს: იტალიამ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ოთხი მოიგო – ისრაელთან, საუდის არაბეთთან, ალბანეთთან და ლიხტენშტაინთან. ბოლოს ზედიზედ ოთხი ოფიციალური მატჩი იტალიამ 35 წლის წინ ვერ მოიგო.
შვედეთისა და თურქეთის მატჩი დიდხანს სკანდინავთა სცენარით ვითარდებოდა. მათ უამრავი მომენტი გააფუჭეს, მაგრამ მაინც მოიპოვეს 49-ე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობა.
თამაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჰაქან ჩალჰანოგლუმ მოჭრილი ეფექტური დარტყმით სხვაობა შეამცირა. შვედებმა დიდი სივრცეები მიიღეს კონტრშეტევისთვის და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ. საბოლოოდ, დრამატული მატჩის ბედი მირჩა ლუჩესკუს შეცვლამ გადაწყვიტა – ემრე აქბაბამ ჯერ თოსუნის ქუსლით პასი გამოიყენა, კომპენსირებულ დროში კი გიუნლერის გადაცემას შეუცვალა მიმართულება.
სამი მატჩი გაიმართა C ლიგაში
შოტლანდიის ნაკრებმა შეწყვიტა 359-წუთიანი უგოლო სერია, რომელიც ამხანაგურ მატჩებზე მოდის, ოფიციალურ შეხვედრებში კი შოტლანდია 7 მატჩია (+5=2) არ მარცხდება. ალბანეთის წინააღმდეგ საუკეთესო იყო ნეისმიტი, რომელმაც ჯერ მეტოქის ავტოგოლი უზრუნველყო, შემდეგ კი თავად გაიტანა.
სერბეთის ნაკრებში გოლს გოლზე იტანს მიტროვიჩი. ამჯერად, მან დუბლი შეასრულა, მაგრამ რუმინეთმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, ძირითადად სტანჩუს წყალობით, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
D ლიგაში აღსანიშნავია კოსოვოსა და ანდორას წარმატებები. ესპანეთთან, უკრაინასთან და რუმინეთთან ერთად, ეს ორი გუნდი შედის ევროპული ნაკრებების იმ ხუთეულში, რომლებსაც 2018 წელს არ წაუგიათ.
A ლიგა
III ჯგუფი
პორტუგალია-იტალია 1:0
გოლი: 1:0 ანდრე სილვა (48)
პორტუგალია: რუი პატრისიო, ჟოაო კანსელო, პეპე, რუბენ დიასი, მარიო რუი, პიცი (რენატო სანჩესი, 74), რუბენ ნევეში, ვილიამ კარვალიო (სერჟიო ოლივეირა, 86), ბრუმა (მარტინში, 77), ანდრე სილვა, ბერნარდო სილვა.
იტალია: დონარუმა, ლაცარი, კალდარა, რომანიოლი, კრიშიტო (ემერსონი, 74), ჟორჟინიო, ბონავენტურა, კრისტანტე (ბელოტი, 79), ძაძა, იმობილე (ბერარდი, 59), კიეზა.
სატურნირო მდგომარეობა:
1. პორტუგალია – 1 მატჩი, 3 ქულა
2. პოლონეთი – 1 მატჩი, 1 ქულა
3. იტალია – 2 მატჩი, 1 ქულა
B ლიგა
II ჯგუფი
შვედეთი-თურქეთი 2:3
გოლები: 1:0 ტელინი (34), 2:0 კლასონი (49), 2:1 ჰაქან ჩალჰანოგლუ (51), 2:2 ემრე აქბაბა (88), 2:3 ემრე აქბაბა (90+2)
სატურნირო მდგომარეობა:
1. რუსეთი – 1 მატჩი, 3 ქულა
2. თურქეთი – 2 მატჩი, 3 ქულა
3. შვედეთი – 1 მატჩი, 0 ქულა
C ლიგა
I ჯგუფი
შოტლანდია-ალბანეთი 2:0
გოლები: 1:0 ჯიმშიტი (47-საკ. კარში), 2:0 ნეისმიტი (68)
სატურნირო მდგომარეობა:
1. შოტლანდია – 1 მატჩი, 3 ქულა
2. ალბანეთი – 2 მატჩი, 3 ქულა
3. ისრაელი – 1 მატჩი, 0 ქულა
IV ჯგუფი
მონტენეგრო-ლიეტუვა 2:0
გოლები: 1:0 სავიჩი (34-პენ), 2:0 იანკოვიჩი (35)
სერბეთი-რუმინეთი 2:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (26), 1:1 სტანჩუ (48), 2:1 მიტროვიჩი (63), 2:2 ცუკუდიანი (68)
სატურნირო მდგომარეობა:
1. ჩერნოგორია – 2 მატჩი, 4 ქულა
2. სერბეთი – 2 მატჩი, 4 ქულა
3. რუმინეთი – 2 მატჩი, 2 ქულა
4. ლიეტუვა – 2 მატჩი, 0 ქულა
D ლიგა
I ჯგუფი
ანდორა-ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ლოგვინენკო (76), 1:1 ჟორდი ალაესი (86)
სატურნირო მდგომარეობა:
1. საქართველო – 2 მატჩი, 6 ქულა
2. ანდორა – 2 მატჩი, 2 ქულა
3. ლატვია – 2 მატჩი, 1 ქულა
4. ყაზახეთი – 2 მატჩი, 1 ქულა
III ჯგუფი
კოსოვო-ფარერები 2:0
გოლები: 1:0 ზენელი (50), 2:0 ნუჰიუ (54)
მალტა-აზერბაიჯანი 1:1
გოლები: 1:0 ანდრე აგიუსი (10), 1:1 ხალიზადე (26)
სატურნირო მდგომარეობა:
1. კოსოვო – 2 მატჩი, 4 ქულა
2. ფარერები – 2 მატჩი, 3 ქულა
3. აზერბაიჯანი – 2 მატჩი, 2 ქულა
4. მალტა – 2 მატჩი, 1 ქულა