იტალია ფეხბურთის ლეგენდას ემშვიდობება
იტალია ფეხბურთის ლეგენდას ემშვიდობება

იტალიაში, 83 წლის ასაკში, წარსულში ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელი, ლუიჯი რადიჩე გარდაიცვალა.

„მილანთან“ ერთად, ფეხბურთელის რანგში, მან 1963 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, რასაც ქვეყნის ჩემპიონის სამი ტიტულიც დაუმატა. როგორც მწვრთნელმა, 1976 წელს, მან სკუდეტომდე მიიყვანა „ტორინო“ და ჯერჯერობით ეს ამ გუნდის ბოლო ტრიუმფია იტალიის ჩემპიონატში. რადიჩე ასევე ავარჯიშებდა „ფიორენტინას“, „ბოლონიასა“ და „ინტერს“.