უეფა-მ და CONMEBOL-მა (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია) ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი აირჩიეს კონტინენტის ჩემპიონთა დაპირისპირების ადგილად, – ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა AP-ის ჟურნალისტმა რობ ჰარისმა.
ევრო 2020-ის გამარჯვებული იტალიის ნაკრები კოპა ამერიკას ჩემპიონს არგენტინის ნაკრებს 2022 წლის 1 ივნისს შეხვდება.
ადრე ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკას ჩემპიონები სხვა კონტინენტალური ტურნირების გამარჯვებულებთან ერთად კონფედერაციის თასზე თამაშობდნენ. ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ტარდებოდა, მაგრამ დღეს ის გაუქმებულია.