იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის იბრძოლოს. ამისთვის ორგანიზაცია აპირებს წარმოადგინოს მილანის, ტურინისა და კორტინა დამპეცოს ერთობლივი განაცხადი. ეს გადაწყვეტილება კომიტეტის 261-მა წევრმა ერთხმად მიიღო.
გეგმის მიხედვით, მილანში გაიმართება ტურნირები ქერლინგში, ჰოკეიში, შორტ-ტრეკსა და ფიგურულ ციგურაობაში, ტურნირში – ციგურებით რბენასა და ჰოკეიში, ხოლო კორტინა დამპეცოში – სათხილამურო სახეობებში, ბობსლეისა და ციგაობაში.
აღვნიშნავთ, რომ კორტინა დამპეცო 1956 წელს უკვე მასპინძლობდა ოლიმპიადას, ტურინი კი ზამთრის თამაშების მასპინძელი 2006 წელს იყო.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ 2026 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას აპირებენ – კალგარი (კანადა), სტოკჰოლმი (შვედეთი), საპორო (იაპონია) და ერზურუმი (თურქეთი).
2026 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს 2019 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე აირჩევენ.