იტალიაში, ქალაქ ფლორენციის არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე, მიმდინარეობს სარაგბო მატჩის მეორე ტაიმი, რომელშიც ერთმანეთს იტალიისა და საქართველოს ნაკრებები ხვდებიან.
ანგარიში მატჩში მასპინძლებმა ჯარიმით გახსნეს, თუმცა ქართველებმა ამას ლელოთი უპასუხეს და ტაიმის შუაწელში 7-3 იგებდნენ. მიუხედავად ამისა, იტალიელებმა გადაწყობა მოახერხეს და ორჯერ შეძლეს ლელოს დადება.
ჩვენს ნაკრებს საქმე ცუცქირიძის გაგდებამაც გაურთულა და ბორჯღალოსნებმა ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულეს.
საბოლოოდ, პირველი ტაიმის შემდეგ, იტალია იგებს – 18-7.