ისტორიული შედეგის მოლოდინში - მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტია #1TVSPORT
ისტორიული შედეგის მოლოდინში - მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტია #1TVSPORT

მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში ქართული სპორტის ისტორიაში იქნება პირველი ათლეტი, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდება.

დღეისათვის, ქართველთაგან ლაშა ტალახაძის გარდა მსოფლიო ჩემპიონატის 6 ოქროს მედალი ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს აქვს მოგებული და ამ ექვსიდან ლეგენდარულმა მსროლელმა 5 მედალი გუნდურ პირველობაზე მოიპოვა.

რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, წარმატების შემთხვევაში ლაშა ტალახაძე ვასილი ალექსეევის შემდეგ მეორე ძალოსანი გახდება, რომელიც ზედიზედ შვიდჯერ მსოფლიო ჩემპიონობას იზეიმებს.

ლაშა ტალახაძის გამარჯვებით ძალოსნობა ქართული სპორტის ისტორიაში მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდეგ იქნება მესამე სახეობა.

ქართველი ძალოსნის გამოსვლას მსოფლიო პირველობაზე 17 სექტემბერს, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 17:30 საათიდან იხილავთ.